03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ბათუმში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს

საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანაში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს. ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ ათენიდან ბათუმის აეროპორტში ჩამოიტანეს. 

შავი ზღვისპირა ქალაქის საერთაშორისო აეროპორტში ხალხმრავლობაა. 

ცეცხლს აეროპორტიდან მეჩირაღდნეები ქალაქში მოატარებენ და პიაცას მოედანზე მიიტანენ, სადაც საზეიმო ღონისძიება გაიმართება. 

ოლიმპიური ცეცხლი მთელ საქართველოს შემოივლის. სხვადასხვა რაიონებში ცეცხლს სულ 700- მდე მეჩირაღდნე ჩაიტანს. 

ოლიმპიურ ცეცხლს ბოლოს თბილისში ჩამოიტანენ, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიწყება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები