03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
26 მაისი - სამხედრო ღონისძიებების ქრონოლოგია

ფიცის დადების შემდეგ 200 ახალწვეული დღეიდან საქმიანობას სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს. დღეს მათ რჩევები გამოცდილი ოფიცრებისგან მიიღეს.

ფიცის მიღებამდე სამხედრო საზეიმო ჩვენება მარშირებით დაიწყო. უმაღლესი მთავარსარდლისთვის პატაკის ჩაბარების შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში ბრძოლის დროს დაღუპულ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფიცის დადებისა და ეროვნული ჰიმნის შესრუსლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა მიმართეს. 

საზეიმო მსვლელობაში ავღანეთიდან დაბრუნებული სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

თავდაცვის მინისტრმა კი დამოუკიდებლობის დღე ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში პირადად, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს კი ვიდეომიმართვით მიულოცა.

სამხედრო კომპონენტის ყველაზე გამორჩეული სანახაობა მაშინ დაიწყო, როდესაც ცაზე ქართული ავიაცია გამოჩნდა, - იროკეზის ტიპის სამი შვეულმფრენი სახელმწიფო დროშით, სუ 25 და ალბატროსის ტიპის თვითმფრინავი. 

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა, ქართული წარმოების აღჭურვილობასთან ერთად ამერიკული ბრედლიც, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებებში დღეს ქართულ ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკელი სამხედროებიც ჩაერთვნენ. 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიულოცა.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები