03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - სახალხო სეირნობა რუსთაველის გამზირზე

ქალაქის მთავარი გამზირი ერთი დღით სახალხო სეირნობის ეპიცენტრად იქცა. რუსთაველზე მისულ დამთვალიერებელს სხვადასხვა სტენდების, ტექნიკის, ხელოვნური გათოვლიანების ნახვა შეეძლო.

რუსთაველი დღეს პრემიერ-მინისტრმა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალურ ქუჩაზე სხვადასხვა უწყებების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა.

ხალხმრავლობა იყო თავდაცვის სამინისტროს და დელტას მიერ გამოფენილ სახმედრო ტექნიკასთან. დელტამ დღეს ვარდების მოედანზე 15 ახალი პროდუქტი გამოიტანა. ტექნიკა და საპატრულო პოლიციის მანქანები წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ენერგეტიკის სამინისტრომ კი ელექტრომაკეტები გამოფინა 

ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკით 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

რუსთაველის გამზირზე პროექტების პრეზენტაცია ყველა უწყებამ მოაწყო.

დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების კულტურული ნაწილი რუსთაველზე თეატრალური მსვლელობით გაიხსნა. მოგვიანებით კი მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები წარსდგნენ. დამთვალიერებლები დღეს ყვავილების ფესტივალზეც იმყოფებოდნენ, თუმცა დღის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებები რამდენიმე წუთით უამინდობის გამო შეფერხდა.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე, ანა წერეთელი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები