03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ვეფხვმა ზოოპარკში ერთი ადამიანი დაგლიჯა

ვეფხვმა ზოოპარკში ერთი ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ვეფხვის მომვლელი ქალი. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მომვლელი გალიაში მარტო იმყოფებოდა. 

დაშავებული ქალბატონი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული. 

ამ დროისთვის დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია ვეფხვის გაღიზიანება. 

 

 

 

 

დღის ამბები