03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვის მიერ დკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში იმყოფება. 

ექიმები კურიერთან საუბრისას აცხადებენ, რომ დაშავებულ ქალს სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები და დირექტორი. 

შემთხვევა თბილისის ზოოპარკში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები