03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა

საქართველოში 27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნება.

ღონისძებები დაგეგმილია როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს".

ღონისძებაში მონაწილეობას საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები მიიღებენ.
პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმს პრემიერ მინისტრი გახსნის.

სტუმრებს სიტყვით მიმართავენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ფორუმზე არსებულ პრობლემებსა და ინიციატივებზე ისაუბრებენ.

დიასპორის დღის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება – საზღვარგარეთ მცხოვრებ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან შეხვედრა, სამშობლოში განხორციელებულ ინოვაციათა გასაცნობი ტური.

ამ თარიღს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლიდან აღნიშნავს

 

დღის ამბები