03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისის ზოოპარკში ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ქალს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა

თბილისის ზოოპარკის მომვლელ ქალს, რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.

მას დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც მომვლელი ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მის სამუშაო ზონაში იმყოფებდა.

თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, დაზარალებული ქალბატონი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ზოოპარკში და ის თავის საქმის პროფესიონალია.

მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები