03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი პირველი პროფესიული ფორუმი გაიხსნა

დღეს საქართველოს დიასპორის დღე აღინიშნება საქართველოსა და უცხოეთში. თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში ამ წუთებში იწყება ამ დღისამდი მიძღვნილი პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი. მის მონაწილეებს სიტყვით პრემიერი მიმართავს.

ეს არის პირველი ღონისძიება, რითაც ოფიციალურად გაიხსნება საქართველოში დიასპორის დღეები. ღონისძიებები 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ისინი საკუთარ გამოცდილებას შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს გაუზიარებენ.

ფორუმზე იმყოფებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები