03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმატებულ ორგანიზაციად დასახელდა,“ - დავით ნარმანია

საქართველოში დიასპორის დღეების დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათთან კოორდინაცია და სწორედ ამას ისახავს მიზნად დღევანდელი კონფერენცია.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელ კონფერენციაზე სამი ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა.

„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩვენს რეგიონში ამ თვალსაზრისით წარმატებულ ორგანიზაციად დასახელდა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დიასპორის დღე აღინიშნება საქართველოსა და უცხოეთში. ღონისძიებები 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

დღის ამბები