03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
პრეზიდენტის მხარდაჭერით პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

პრეზიდენტის მხარდაჭერით პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის, ასოციაცია „ქართულ კერასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა. წიგნები, რომლებიც განაწილებული იყო შატოს სხვადასხვა სათავსოებში, ბიბლიოთეკაში განთავსდება.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში ეკატერინე სირაძე-დელონე აცხადებს, რომ ის მასალა, რომელიც ლევილში ინახებოდა არის პირადი არქივები, წიგნები ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა და ისინი დაცული იქნება.

 

 

დღის ამბები