03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საგარეო უწყებამ დღეს საზღვარგარეთ საპატიო კონსულების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა

საგარეო უწყებამ დღეს საზღვარგარეთ საპატიო კონსულების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა. მოალაპარკებას 12 ქვეყნაში საქართველოს საპატიო კონსულები დაესწრნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განმარტებით, მოლაპარაკებისას განიხილეს ინდივიდუალური გეგმები საპატიო კონსულებთან, ასევე იმ საქმიანობის შედეგები, რომლებიც მათ წარმოადგინეს.

„ეს არის რიგი პროექტებისა, რომლებიც უკვე ხორციელდება- ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვადსხვა განვითარების კუთხით,“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

პორტუგალიის, დანიის, ფილიპინების, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებმა საგარეო უწყებას საკუთარი ანგარიში წარუდგინეს.

ისინი ამ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს პროექტების წამოწყებას უწყობენ ხელს.

 

დღის ამბები