19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსის სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა - მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID - 19 ერთ პირს დაუდასტურდა. ის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე მედდა და მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 მედდას კონტაქტია -  ოჯახის 10 წევრი და 9 მასთან კონტაქტში მყოფი პირი.

ამ დროისთვის 60 ნიმუშია უკვე აღებული. კვლევის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღის მეორე ნახევარში გაიგზავნება.

ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.

დღის ამბები