03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
პოლიციელებსა და მოქალაქეს შორის ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა, შსს არ ადასტურებს

სროლის ხმა ისმოდა გუშინ ზუგდიდში. ანაკლიის ერთერთ რესტორანში სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და ერთერთ მოქალაქეს კახაბერ ყუარშვილს შორის მოხდა. მოგვიანებით დაპირისპირება ზუგდიდის ქუჩებში გაგრძელდა, რასაც პოლიციელის ზურაბ ლაგვილავას მხრიდან ორი გასროლა მოჰყვა.

"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის ორმა თანამშრომელმა გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არც სროლას და არც გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერას არ ადასტურებს.

დღის ამბები