03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა", - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა. ირმა ქავთარაძის თქმით, დასაქმებულთა მაჩვენებელი 2.2 პროცენტითაა გაზრდილი.

უწყებაში განმარტავენ, რომ ძირითადად დასაქმება გაიზარდა სამშენებლო, ტრანსპორტის, განათლების, კავშირგაბმულობის და სოფლის მეურნეობის სფეროში.

„2014 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი დონე ბოლო 11 წლის განმავლობაში. დასაქმებულთა რაოდენობამ 2014 წელს შეადგინა მილიონ 794 ათას 200 ადამიანი, რაც 2013 წლის მონაცემს აღემატება 1.9 პროცენტით“, - განცხადა ირმა ქავთარაძემ.

დღის ამბები