სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მიმდინარეობს შენობის სრულ განახლება, რაც გადახურვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზისა და დერეფნების შეკეთებას გულისხმობს. შემოიღობება სკოლის ეზოც.
პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 126 ათასი ლარია. მიმდინარე სამუშაოები განათლების მინისტრმა ადგილზე შეაფასა.
"გურიაში სოფელ ბახვის საჯარო სკოლას ვესტუმრე, რომლის სრული რეაბილიტაციაც ჩვენი სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც მრავალი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს განახლებულ შენობაში შეხვდებიან,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.