26 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
მავრიკიის კუნძულებზე​ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - მიზეზი ინდოეთის ოკეანეში ნავთობის დიდი რაოდენობით ჩაღვრაა

მავრიკიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინდოეთის ოკეანეში იაპონური გემი მეჩეჩზე დაჯდა და წყალში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოებს დახმარებას სთხოვს, რადგან სახელმწიფო რომელიც ძირითადად ტურიზმიდან და თევზჭერიდან იღებს შემოსავალს, შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

იაპონური ტანკერი პანამის დროშით ჩინეთიდან ბრაზილიაში მიცურავდა. გემს ათასობით ტონა ნედლი ნავთობი და დიზელი გადაჰქონდა. შემთხვევა ივლისში მოხდა, თუმცა ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შესახებ ტანკერის კაპიტანმა მავრიკიის მთავრობას სამი დღის წინ აცნობა.

დღის ამბები