03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
განათლების მინისტრი 161-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესწავლას გეგმავს

განათლების მინისტრი 161-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესწავლას გეგმავს. მე-9 კლასის მოსწავლე ბიჭი გაკვეთილების გაცდენის მიზნით, სკოლის მეორე სართულზე მდებარე საპირპარეშოდან ეზოში გადახტა, რის შედეგადაც ორივე ხელი მოიტეხა.

საჭირო გახდა ოპერაცია. ექიმების თქმით, ბავშვს სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები