03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
სოციალურად დაუცველები და დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ

ყოფილი კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები და დევნილები ელექტროენერგიის მოთხოვნით გუშინ ღამე ამავე საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ.

მათი თქმით, სამი წელია შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ამის გამო მათ ელექტროენერგია უკანონოდ ჰქონდათ გადმოყვანილი. გუშინ ღამით კი ეს ხაზი თელასმა ჩაჭრა და დაცვის პოლიციაც დაუყენა.

იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგება, მოსახლეობა პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავს. 

დღის ამბები