19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
მეორ​ე ტალღას დავარქმევთ, თუ პირველნახევარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავრია კორონა გრძელდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონაარსად წასულა და მთავრი რეგულაციების დაცვაა.

"სულ ტალღებზეა ხოლმე ლაპარაკი, ჩვენ პირველი ტალღაც ისეთი არ გვქონია, როგორიც უმრავლეს ქვეყნებს, ამიტომ რას დავარქმევთ, მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ მთავარი არის ის, რომ კორონა გრძელდება. როგორც ხედავთ, გეოგრაფიით რასაც ვაცხადებ - თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა - წესის დაცვა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია ღია სივრცეში დისტანციის დაცვა, იქაც ნიღაბი და კორონა ასე თითო ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ სხვა ქვეყნების მედიას და ნახავთ რა იქნება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დღის ამბები