მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მესტია პანდემიისა და კარანტინისთვის მზად არ არის. ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდში მედიასთან ისაუბრა.
როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, მას ერთ-ერთმა დამსვენებელმა დაურეკა და არასათანადო პირობების შესახებ უამბო. ჭიჭინაძე არ გამორიცხავს რომ შესაძლოა, მესტიის ჩაკეტვა წინასაარჩევნო ღონისძიება იყოს.
"დამიკავშირდა მოქალაქე, ისინი 7 აგვისტოდან იმყოფებოდნენ მესტიაში, 10-ში ტოვებდნენ მესტიას, მათ ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე გადაუკეტეს გზა და დააბრუნეს სასტუმრო "ბანგურიანში".
"მესტიაში დღეს არ არის არანაირი ეპიდემიური ვითარება და ხალხი თავისუფლად გადაადგილდება. მით უმეტეს თუ მხოლოდ და მხოლოდ ჩასულ ადამიანებს ამყოფებ კარანტინში და ადგილობრივებს არა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონ ხელისუფლებამაც კარგად იცის, რომ არანაირი ხიფათის შემცველი სიტუაცია არ არის," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.