03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
"საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, მნიშვნელოვანი გამოწვევაა"

სამოქალაქო სექტორს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მიაჩნია. როგორც ცნობილია, 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობის მუშაობაზე დღეს 2 წლიანი ანარიში წარადგინა. 

"ეს იყო 2 ტალღად, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ 2 ათასზე მეტი მოხელე გაათავისუფლეს და თითქმის ყველა გამგებელი შეიცვალა. მეორე ტალღა კი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძირითადად დედაქალაქში მოხდა. მსგავსი ტიპის ქმედებები თავისი არსით წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებებს," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.  

არასამთავრობოები ასევე, საჯარო სამსახურებიდან ინფორმაციის გაცემაზე ამახვილებენ ყურადღბას. მათი თქმით, პრობლემები 2013 წლიდან განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში გამოიკვეთა.  

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ასევე მოხვდა მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

დღის ამბები