03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ხელისუფლება ხალხისთვის ვერ იცლის," - აქცია თბილისის მერიასთან

"ხელისუფლება ხალხისთვის ვერ იცლის," - ასეთი შინაარსის განცხადებებს დღეს თბილისის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები აკეთებდნენ. 

მოქალაქეები თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ და გამოსახლების პროცესის შეჩერებას მოითხოვდნენ. 

ბინათმოსარგებლეებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეცვალონ კანონი და შეაჩერონ მათი გამოსახლეობა.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს გაცემული დაპირებებიც გაახსენეს და ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის ორგანიზებისკენ მოუწოდეს.  

 

 

 

დღის ამბები