26 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აღწევს

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

კ​ოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი- 22 მილიონ 900 ათასამდეა. გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსს 170 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, 112 ათასი გარდაცვლილით, მესამე – მექსიკა, სადაც 56 100 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღეებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს ევროპაშიც. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

დღის ამბები