09 სექტემბერი 2026,   08:39
ვრცლად
ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვეს, რის გამოც გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი გადაიდო. ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესი დატოვეს. მიზეზი პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომა გახდა.

ამავე მიზეზით, პროცესისი გადადებამდე სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. პროცესის განახლების შემდგომ, ზ.ხ.-მ აღნიშნა, რომ თავს ისევ ცუდად გრძნობდა და სხდომას აღარ დასწრებოდა, პროცესის დატოვება კი ადვოკატსაც მოუწოდა. პროცესი დატოვეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმაც.

"ზ.ხ. თავს კარგად გრძნობდა. ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. მეც მითხრა, რომ დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მორიგი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 26 აგვისტო 2 საათზე გაიმართება.

დღის ამბები