03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ამ სფეროში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ აღებული ვალდებულების საკითხი განიხილეს საგარეო მინისტრთან შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და ისმოს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში გაფორმებულ მემორანდუმზეც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელოვბას ანიჭებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ფრენსის გარის თქმით, გაფორმებული დოკუმენტის ფარგელბში კიდევ უფრო გააქტიურდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

 

 

 

 

დღის ამბები