03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
"მიშა, საქართველოს სჭირდები" - სამეგრელოში აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის სურათებს ფეხით გადაუარეს

"მიშა, საქართველოს სჭირდები,"- ამ ლოზუნგით ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომასთან ერთად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაჩერებული მშენებლობების განახლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ფეხით გადაუარეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ადგილობრივები შეიკრიბენენ.

ზუგდიდში შეკრებილებს ყოფილმა პრეზიდენტმა სკაიპით მიმართა. 

აქციაზე ბაჩო ახალაიას წერილიც წაიკითხეს. საპროტესტო აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებიც იმყოფებიან. 

დღის ამბები