03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ძლიერი წვიმა კახეთში-დასეტყვილია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რაიონის სოფელი კურდღელაური დააზარალა.

დასეტყვილია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, ნარგავები და ბოსტნეული. ადგილობრივები ყვებიან, რომ წვიმამ მათ შინაური ფრინევლი გაუნადგურა.

ძლიერი წვიმის გამო ადიდდა სოფლის ხევი, რამაც რამდენიმე საცხოვრებლი სახლის პირველი სართული დატბორა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქია ხევის გაუწმენდაობამ გამოიწვია.

 

დღის ამბები