საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიას ებრძვიან - ცუდმა ამინდმა მნიშვნელოვანი პრობლემები კახეთსა და სვანეთში შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, განადგურდა გზები და ხიდები, გარესამყაროს, ამ დროისთვის, მოწყვეტილია 10-მდე სოფელი.
სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა კავშირის დამყარება ისევ ვერ ხერხდება. დამაიმედებელ პროგნოზს ვერც სინოპტიკოსები აკეთებენ.
უკვე მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი ლენტეხში ხუთი სოფელი, თუმცა ამ დროისთვის, ხუთივე სოფელში ელექტროენერგია უკვე აღდგენილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას პროდუქტები და მედიკამენტები რეგულარულად გადაეცემა.