03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
დაბინძურებული თბილისი-ჰაერში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები დასაშვებ ზღვარს 5-ჯერ აღემატება

საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული სენსორებიდან მიღებული მონაცემებით, ყველაზე მეტად ჰაერი თბილისის ოთხ ქუჩაზეა დაბინძურებული.

რუსთაველის და აღმაშენებლის გამზირზე, გმირთა მოედანსა და გამსახურდიაზე ჰაერში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ზღვარს 5-ჯერ აღემატება. არასამთავრობოების ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების გაზრდის გამო, დაავადებების რიცხვმა მოიმატა.

ჰაერის დაბინძურების მატებას გარემოს დაცვის სამინისტროში საგანგაშოს არ უწოდებენ. შესწავლილ ქალაქებს შორის ყველაზე მეტი დაბინძურება თბილისშია. ქალაქის მერი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად გამწვანებას ასახელებს.

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტომობილების რაოდენობის გაზრდას ასახელებენ. 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, დავით ხურციძე, ქეთი ჯაფარიძე

 

დღის ამბები