03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რებილიტაცია რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ სექტემბრიდან დაიწყება და მომავალი წლის ივნისში დასრულდება.

”აეროპორტების გაერთიანებაში” ადასტურებენ, რომ დღევანდელი ასაფრენი ზოლი საერთაშიროსო სტანდარტებს არ შეესაბამება.

„ტავ ჯორჯია“ საქართველოში 2027 წლამდე დარჩება, ამ დროის განმავლობაში ის ვალდებულებას იღებს ასაფერნი ზოლის რეაბილიტაციის გარდა ახალი ტერმინალიც ააშენოს.

სპეციალისტების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, „ტავ ჯორჯიაში“ დღესაც აცხადებენ, რომ ასაფრენ ზოლს პრობლემები არ აქვს, თუმცა რეაბილიტაცია სწორედ „ტავ ჯორჯიას“ ხარჯით მოხდება.

ახალი ხელშეკრულება ფრენის საფასურსაც შეეხება და ის ოფიციალური ონფორმაციით, 2017 წლიდან მცირედით გაძვირდება.

ავორები: ანა წერეთელი, ლევან კალანდია, გივი კაჭარავა.

 

 

დღის ამბები