03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტს, რომელიც სავარაუდოდ მალე კანონის სახეს მიიღებს არ ეთანხმება მესამე სექტორი.

არასამთავრობოების განცხადებით, გომელაურის უწყების ინიციატივა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, კანონი პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის გამოიყენოს.

სადავო ის მუხლია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დანაშაულად ჩაითვლება ძალადობრივი ქმედებისკენ ნებისმიერი საჯარო მოწოდება- მათ შორის პრესით და სოციალურ ქსელის საშუალებით.

კანონის პოლიტიკური მოტივით შესაძლო გამოყენების გამო ინიციატივას არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს მხარს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ცვლილებები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მომზადდა.

ავტორი: ეკო მაღრაძე, ზურაბ მანაგაძე, თამარ შალოშვილი. 

დღის ამბები