03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
მდინარე არაგვი მლეთას დატბორვით ემუქრება

ადიდებული არაგვი მლეთას დატბორვით ემუქრება. მდინარე უკვე შესულია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველდღიურად შიშში ცხოვრობენ. 

წელს ადიდებულმა მდინარემ პირუტყვი და ფრინველი გაიტაცა. მოსახლეობა სტრიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდება. 

"კურიერთან" საუბრისას ისინი იხსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ ადიდებულმა მდინარემ მცირეწლოვანი ბავშვი წაიღო, რომლის გადარჩენაც ვერ მოახერხეს. 

მლეთაში ბოლო წლების განმავლობაში მდინარე არაგვმა რამდენიმე სახლი სრულად დატბორა და მასში მცხოვრები ოჯახები უსახლკაროდ დარჩნენ. 

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. ისინი ან მდინარის კალაპოტის გაკეთებას ან მათ გასახლებას მოითხოვენ. 

"კურიერი" გამგებლის წარმომადგენელს ზურაბ ბურდულს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია და სამუშაოების წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღნიშნული სამუშაოების მიხედვით მდინარე არაგვი კალაპოტში მოექცევა რაც მოსახლეობას მომავალში საფრთხეს აარიდებს. 

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

 

 

 

 

 

 

დღის ამბები