03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში-მოზარდები და მათი პედაგოგი მძიმედ დაშავდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში 4 პირი დაშავდა. 3 მოზარდი და ერთი პედაგოგი ამ დროისთვის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

გურჯაანი-ყვარლის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 3 მეთორმეტეკლასელი გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფება. მათგან განსხვავებით მძიმეა მეოთხე დაზარალებულის, მოზარდების მასწავლებლის მდგომარეობა, რომელსაც ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.

მოზარდები BMW-ს მარკის ავტომობილით მასწავლებელთან ერთად ყვარელში სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე მიდიოდნენ რა დროსაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარის გამო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა. როგორც ცნობილია მძღოლი გადარჩა და მას მკურნალობა არ ესაჭიროება.

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. 

დღის ამბები