03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
დეპუტატები ბავშვთა სასკოლო ასაკზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

დღეს სესიაზე პირველ კლასელთა ასაკის შესახებაც იმსჯელებენ. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. კანონპროექტი იმ ბავშვებს ეხებათ, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.

ინიციატივის მიხედვით, ამ ბავშვებსაც უნდა ქონდეთ სკოლაში შესვლის უფლება. არსებული კანონით კი პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები წავლენ, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ.

თუ ინიციატივა კიდევ ერთხელ ჩავარდა, სკოლის მიღმა 20 ათასი ბავშვი დარჩება.

დღის ამბები