შატილში მომხდარი ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. "კურიერმა" გაარკვია, რომ მიკროავტობუსს, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, შესაძლოა სალონში კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლები იდგა.
სახიფათო გზაზე მძღოლს 20 მგზავრი გადაჰყავდა. ქარხნული სტანდარტით კი ასეთ ავტომობილში 16 დასაჯდომი ადგილია.
მოთხოვნით - "საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი", დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც გამართეს.