ოკუპირებული აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ვიზიტმა, მღელვარება გამოიწვია თავად ოკუპირებულ რეგიონში.
ე.წ. სამამულო ომის ვეტერანთა ასოციაცია "არუას" წევრები საქართველოსთან რაიმე ფორმის შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ქართულ მხარესთან დიალოგმა, შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას.
ეროვნული ასამბლეის წევრების განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველს ლაშა საქანიას ისინი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა.