03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დილის 10 საათიდან საღამოს 7-მდე აიკრძალება.

შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას.

დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს.

 

დღის ამბები