03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ნარიყალას ციხის რესტავრაციისთვის პროექტის შესარჩევად კონკურსი ცხადდება

ნარიყალას ციხის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებელი პროექტის შესარჩევად კონკურსი ცხადდება. მისი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის გადაწყვეტის საუკეთესო წინადადებების გამოვლენა.

კონკურსი კრწანისის რაიონის გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო ტერიტორია დედაქალაქის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ერთად დღეს დაათვალიერა.

საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისია.

დღის ამბები