03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
შს სამინისტრომ რეგიონებში ავტოპარკის განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარეო მთავარი სამმართველოების ავტოპარკის განახლება დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამინისტრომ 24 ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ რეგიონებში მომსახურე პირად შემადგენლობას გადასცა.

ახალი ავტომანქანები სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა გადასცა.

ავტომობილები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს და მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.

დღის ამბები