03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენეს

კახეთში გუშინდელი სტიქიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სამხედრო ტექნიკური ცენტრი "დელტა" და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

ამ განცხადების თანახმად გუშინ კახეთის რეგიონში პირველად განხორციელდა ახლახან დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება, რის შედეგადაც თელავის რაიონში მოხერხდა დასეტყვილი ფართობების და შესაბამისად მიყენებული ზარალის მკვეთრი შემცირება, ხოლო გურჯაანის რაიონში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები შესაბამისი უწყებები" - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები