03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
სითი პარკისთვის მანქანების გადაყვანა იზღუდება

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომელიც "სითი პარკისათვის" საჯარიმო ავტოსადგომებზე გადაყვანის საკითხის დარეგულირებას ეხება. ახალი კანონით სითი-პარკს ავტომანქანების გადაყვანა ეზღუდება და ასევე ევალება შექმნას SMS სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოქალაქეები გადაყვანილი მანქანების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ.

"ოპერატორ კომპანიებს მანქანის გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დგომა-გაჩერების წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილი აფერხებს ფეხით ან ტრანსპორტით მოძრავ პირებს, ქმნის საავარიო სიტუაციას ან წარმოშობს საცობებს. ყველა სხვა შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება მხოლოდ დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული 10 ლარიანი ჯარიმით და მოქალაქეებს აღარ მოუწევთ თავიანთი გატაცებული მანქანების დევნა და 70-80 ლარის გადახდა უკან დაბრუნების სანაცვლოდ," - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ასეთი შეზღუდვების შემოღებამდე პარკინგის საკითხის მოწესრიგება იყო საჭირო.

"ჩვენ გვჭირდება გააზრებული მიდგომა, გზები მოწესრიგდეს, პარკინგისთვის ადგილები გამოიყოს, მოხდეს წახალისება ახალი პარკინგების მშენებლობისა. ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურ შურისძიებას აქვს ადგილი "სითი პარკთან" და ძველ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ვიდრე პრობლემის რეალურად გადაწყვეტის მცდელობა," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები