03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ნიკო ფიროსმანის შედევრის გამოსასყიდად მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს

ნიკო ფიროსმანის შედევრის გამოსასყიდად მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს. მან თავის მეგობრებთან ერთად უკვე მიმართა თანამოქალაქეებს და ნიკალას ცნობილი ტილოს “არსენალის გორა ღამით” გამოსყიდვისკენ მოუწოდა.

მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე აღიარებს, რომ თანხის შეგროვება დაგვიანებულია, თუმცა ამბობს, რომ ნახატის გაყიდვის შემთხვევაში შეეცდება მისი მყიდველისგან გამოსყიდვას.

"განიხილება ვერსია, რომ ერვნული მუზეუმის ანგარიშზე მთელმა ერმა დავიწყოთ ფულის შეგროვება ფიროსმანის ნახატის გამოსასყიდლად, მაგრამ სამწუხაროდ ბიუროკრატიული საკითხების გამო მუზეუმი ამას ვერ აკეთებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული კულტურული განძის დასაბრუნებელი ფონდის შექმნა, რომლის მეშვეობით დავიწყებთ ქართული განძების შესყიდვას და დაბრუნებას," - აცხადებს ნიაზ დიასამიძე.

ქართველი მხატვრის ეს ნახატი პირველ ივნისს კრისტის აუქციონზე გაიყიდება - მისი საწყისი ფასი მილიონ 200 ათას დოლარს აღემატება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ ტილო ორ მილიონად გაიყიდება.

დღის ამბები