03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
"შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა,"- თეა წულუკიანის ვიზიტი კიევში აქციის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

კიევის სასტუმრო "ოპერასთან" სადაც თეა წულუკიანი განთავსდა, უკრაინაში მცხოვრები ქართველები შეიკრიბენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა წულუკიანს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

აქციას ადგილობრიცი მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.

დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილებისგან სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს. მიუხედავად მოწოდებისა თეა წულუკიანი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ გამოსულა.

დღის ამბები