03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ახალი ბრალდებები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მისამართით

პრემიერ-მინისტრის შემდეგ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და მის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალდებები წაუყენა განათლების მინისტრმა.

თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ცენტრში ვითარება გაცილებით მძიმეა ვიდრე ეს გარედან ჩანს და მინისტრი ასეთი ვითარების შექმნაში ყოფილ დირექტორს ადანაშაულებს.
როგორც სანიკიძე აცხადებს, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობელმა.
მისი თქმით ცენტრის წინა ხელმძღვანელობას ჰქონდა საშუალება თუნდაც მცირედით მაინც შეეცვალა აღნიშნული ვითარება.

„დირექტორი არავის არ მოუხსინია, ის რომ შენობის ინტერესი ჰქონდა ან მინისტრს, ან კიდევ ახსენეს RMGR GOLD ბიძინა ივანიშვილი, ის რომ ლაილაშის გასხვისება უნდოდა სახელწიფოს და კიდევ მრავალი მიზეზი, დაიწყო ერთით და დამთავრდა სხვა მრავალი მიზეზით“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ მდგომარეობაზე საუბობრს ახალი ხელმძღვანელი. როგორც ზაზა აბაშიძე აცხადებს, აუცილებელია გამოიყოს ახალი შენობა. მისი თქმით, შენობაში არსებული ვითარება შემაშფოთებელია.

პრემიერ-მინისტრის და განათლების მინისტრის ბრალდებებმა ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლების საპასუხო გამოსვლები გამოიწვია.

საკითხის პოლიტიზებასთან და ცენტრში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოქმედი თანამშორმლები აცხადებენ, რომ ამ საკითხის პოლიტიზება ხდებოდა თავად განათლების და მეცნიერების მინისტრის მხრიდან.

თანამშორმლების განცხადებით, ცენტრში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი არაერთხელ აყენებდა საკითხს, რომ უნდა მომხდარიყო ფინანსების გაზრდა შექმნილი პირობების გასაუმჯობესებლად.

ავტორები: ანა წერეთელი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები