03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის გზაზე - დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია

ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის გზაზე. "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მასში მსხდომი 2 ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპნენ. 

დაშავებულია კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს. 

დაშავებულია ავტომობილის მძღოლიც, რომელიც მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. არსებული ინფორმაციით მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. 

 

 

 

 

დღის ამბები