03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
6 წლამდე ასაკის ბავშვები სკოლაში ვერ შევლენ-მშობლებმა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ

6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში შესვლაზე უარი კანონმდებლებმა დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ 5 წლის ბავშვების სკოლაში შესვლა მათ ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს.

მშობლებისთვის გაუგებარია, ხელისუფლების მოტივაცია. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ სახელმწიფოს 20 ათასი ბავშვისთვის უარის თქმით, ხარჯების დაზოგვა სურს.

მშობლები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავენ.
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარება ალტერნატიული საშუალებით - სწორედ სკოლამდელი განათლებით უნდა მოხდეს, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, თეონა ცხომელიძე, მარიამ შანშიაშვილი, ამირან ვარდოსანიძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები