03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
საქართველოში ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის ცენტრი იხსნება

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის ცენტრის საქართველოში არარსებობის გამო, სოციალურ მუშაკებს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან სახლებში უწევთ სიარული. ზოგჯერ ამ ბავშვების რეაბილიტაცია სრულყოფილი არ არის და ადაპტირებულ გარემოს საჭიროებენ, ეს კი ამ დრომდე ასობით ოჯახისთვის პრობლემად რჩება.

ბოლო მონაცემებით განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე 800-ზე მეტი ბავშვი დღეს პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებს. მათი ნაწილი მძიმე დაავადებით გამოწვეული ტკივილით იტანჯება, ამიტომ მომდევნო წლიდან სპეციალური ცენტრი გაიხსნება, სადაც რეაბილიტაციას მოზარდები და მათი ოჯახის წევრები 24 საათის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.

ეს იქნება პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში, რომელიც დიღომში აშენდება.
ბავშვთა ჰოსპისი დონორი ორგანიზაციების შემოწირული თანხებით აშენდება, პალიატიური მზრუვნელობის ცენტრისთვის საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გაიღო თანხა სარეზერვო ფონდიდან.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, გიორგი ცანავა, ქეთი ჯაფარიძე. 

დღის ამბები