03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში გადახდილი მილიონები და დასეტყვილი კახეთი

ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებაში რამდენიმე მილიონი დახარჯა, თუმცა კახეთი სეტყვამ გუშინაც დააზარალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, ზარალი გაცილებით მცირე იქნებოდა.

დაზარალებული მოსახლეობის ამ განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა პირველად სწორედ გუშინ ამოქმედდა.

დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" რადარების ექსპლუატაციაში შესვლის კადრები გაავრცელა, რომლითაც ამტკიცებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით  თელავის რაიონში ზარალის შემცირება მოხერხდა, გურჯაანში კი სტიქიის თავიდან აცილება.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი.

დღის ამბები