ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამუშაოები დღესაც განაახლეს. კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ წუთებში 2 ტრაქტორი მუშაობს და ხნულებს აახლებს.
ხნულებს სავარაუდოდ ხანძარი საწინააღმდეგო დანიშნულება აქვს. ყარაფილასთან პირველი ასეთი ხნული 3 წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ ოკუპანტები ყოველ წელიწადს მუშაობენ.