03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
"არსენალის მთა ღამით"-ნიაზ დიასამიძე ფიროსმანის შედევრის დასაბრუნებლად იბრძვის

მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე ნიკო ფიროსმანის შედევრის გამოსასყიდად საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს.

ნიკალას ცნობილი ტილო “არსენალის გორა ღამით“ კრისტის აუქციონზე პირველ ივნისს გაიყიდება და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მილიონ 200 ათასად შეფასებული ნახატის ფასი აუქციონზე 2 მილიონამდე გაიზრდება.

ფონდის დარეგისტრირებამდე ნიაზ დიასამიძემ გამოსასყიდი ფულის შეგროვებისკენ საზოგადოებას სოციალურ ქსელში მოუწოდა, მუსიკოსი სახელმწიფოს მხარდაჭერას თხოვს.
ტილოს შესყიდვის მოთხოვნის მიუხედავად ნამუშევარი აუქციონზე ორჯერ გაიყიდა და რუსი კოლექციონერის საკუთარებაში აღმოჩნდა.

სოტბის და კრისტის აუქციონების შემდეგ ფიროსმანის ამ ნამუშევრის ფასი ნელ-ნელა მატულობს.

„არსენალის მთა ღამით“ ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წლებში შექმნა.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, ირაკლი შეწირული. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები